ეროვნული ლიგის ტოპ-3 | გოლი ზლატანის სტილში, ხმელი ფოთოლი და ფინიავას გასროლა - ერონულ ლიგაში ლამაზი გოლები გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დაიწყო – მე-19 ტურში რამდნეიმე ისეთი ლამაზი გოლი გავიდა, საყურებლად ნამდვილად ღირს, საუკეთესოების შერჩევა კი გაგვიჭირდა.
3. პაპუნა ფონიავა
„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 1:2
წყალტუბოს „
სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო თბილისი“ მეორედ დაამარცხა. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის ბედი, რეალურად, მე-17 წუთზე გადაწყდა, როდესაც სტუმართა რიგებში ერთ-ერთმა საუკეთესომ, პაპუნა
ფონიავამ თბილისელთა კარი მეორედ აიღო და „
სამგურალის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა –
წყალტუბოელთა ნახევარმცველმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. „დინამომ“ სხვაობა მხოლოდ მეორე ტაიმში შეამცირა – მე-60 წუთზე პენალტი გიორგი
გაბედავამ გამოიყენა.
2. თორნიკე კაპანაძე
„დილა“ – „შუქურა“ 1:0
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გორის „დილამ“ ქობულეთის „შუქურა“ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ თორნიკე კაპანაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
გორელები 54-ე წუთზე დაწინაურდნენ – ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის საჯარიმოსთან ბურთი ჩაჰკიდა, სადაც თორნიკე კაპანაძემ მეკარეს და მცველს დაასწრო და ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში, მაღალ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა.
1. გიორგი გოჩოლეიშვილი
„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 1:2
„მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „ლოკომოტივი“ პირველი ტაიმის ბოლო წამზე დაწინაურდა. მაგრამ მოედანზე დაბრუნებულმა „საბურთალომ“ წონასწორობა ძალიან სწრაფად, თამაშის განახლებიდან 23 წამში აღადგინა.
მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია და გიორგი გოჩოლეიშვილმა ულამაზესი მოჭრილი დარტყმით მინიმუმ ტურის გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 20 წლის ნახევარმცველმა „ლოკომოტივს“ პირველ წრეშიც გაუტანა, მეორე წრეში საგოლე გადაცემა შეასრულა და ახლა ანგარიშზე ისევ გოლი ჩაიწერა. საერთოდაც, „საბურთალოს“ ნახევარმცველი წლის აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. პირველივე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 პასია.