ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ბიორნ იონსენმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა, ბიორნ იონსენმა დატოვა.
34 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, საქართველოში 2024 წლიდან თამაშობს, ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი, 2025-ში კი – წლის საუკეთესო ფეხბურთელიც.
„ტორპედო“ სეზონისთვის მზადებას დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ქუთაისში დაიწყებს და საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. 8 თებერვლიდან კი მზადებას კვიპროსში განაგრძობს.