ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშე ჯოვინო ფლამარიონია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა. წრის გამორჩეულ ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს.
ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი გუნდში 2017 წლიდან თამაშობს და მისი წინსვლის მონაწილეა. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში „საბურთალოს“ შემტევ ირაკლი სიხარულიძეს 3 გოლით ასწრებს.
ამას გარდა, ჯოვინომ 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა, ანუ სულ 11 სასარგებლო მოქმედებაში მონაწილეობდა. გუნდის გატანილი გოლების (24) თითქმის ნახევარი მის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ პირადად ჯოვინომ 4 გუნდზე მეტი გოლი გაიტანა.