ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მწვრთნელი პირველად გადადგა - ფოთის „კოლხეთში“ კვირკველია წიტაიშვილმა შეცვალა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა, დათო კვირკველიამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, ის კი კობა წიტაიშვილმა შეცვალა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა დათო კვირკველიამ, რომელიც კლუბის სტრუქტურაში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ფოთის „კოლხეთი 1913“-ს კობა წიტაიშვილი გაწვრთნის“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დავით კვირკველიამ ფოთის „კოლხეთი 1913“-ში მუშაობა 2022 წელს მთავარი მწვრთნელის, გია გიგატაძის ასიტენტის როლში დაიწყო და იმავე წელს ჩაანაცვლა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ჯერ ეროვნულ ლიგაში 2-ში გადმოვიდა, გასულ სეზონში კი ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
კობა წიტაიშვილი 45 წლისაა. კარიერა დაიწყო ზუგდიდის „დინამოში“, უთამაშია „შევარდენი-1906“-ში, „ოდიშში“, თბილისის „დინამოში“, თბილისის თსუ-ში, ირონის „ჰაპოელში“, „ბნეი იეჰუდაში“, ცაფრირიმის „ჰაპოელში“, ფოთის „კოლხეთში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „ანორთოსისში“, ლიმასოლის აელ-ში, ლარნაკას აეკ-ში, „ნეა სალამინაში“.
წიტაიშვილი იყო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისის“ ფეხბურთელი, რომლის ფორმითაც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მან 2010 წელს კარიერა კვიპროსულ „ნეა სალამისში“ დაასრულა. იმავე წელს გიორგი დარასელიამ „ზუგდიდში“ მოთამაშე-მწვრთნელად მიიწვია, სადაც 2014 წელს კარიერა დაასრულა. მისი შვილი გიორგი წიტაიშვილი საქართელოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია.