ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად რუი მოტა დასახელდა #1TVSORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად რუი მოტა დასახელდა – გორის „დილას“ დამრიგებელი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.
მეორე წრეში ჩატარებული ცხრა მატჩიდან „დილამ“ ხუთი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდება 13:5-თან.
44 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა გორის „დილა“ იანვარში ჩაიბარა. მოტას უმუშავია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა პორტუგალიური „ბრაგა“ და „მორიერენშე“, პოლონური „ლეგია“, ბელგიური „სტანდარდი“, ბერძნული „ატრომიტოსი“, ბრაზილიური „ვასკო და გამა“.
რუი მოტას ხელმძღვანელობით „დილა“ ეროვნული ლიგის გათამაშებას 39 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ ოთხი ქულით ასწრებს.