ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ტოპ-3 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გამართული მე-11 ტური მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. 5 მატჩში 18 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 3,6 გოლი.

შუქურასა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაში ტურის გოლების ზუსტად ნახევარი გავიდა – სტუმრებმა 8:1 მოიგეს. ამ შეხვედრაში 3 დუბლი შესრულდა – ეს გროცურეკმა, ფანცულაიამ და ჯიღაურმა მოახერხეს. მატჩის 2 სუპერგოლი ტურის ტოპ-3-ში მოხვდა.

 

3. ნიკა გაგნიძე

„დილა“-„სამტრედია“ 1:1

გორელებმა საკუთარი მოედნიდან წამოიწყეს და 16 წამში განავითარეს ძალიან სწრაფი და ლამაზი კომბინაცია, რომელშიც 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ამოს ნონდის მიერ შეტევის სწრაფად განვითარება, რევაზ ჩიტეიშვილის დროული გადაცემა, თორნიკე კაპანაძის ეფექტური პასი ქუსლით და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ირაკლი ბიძინაშვილის ქმედებაც, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიკა გაგნიძე. მან კი ერთი შეხებით გაიტანა.

 

2. ლადო მამუჩაშვილი

შუქურა – ბათუმის დინამო 1:8

ლადო მამუჩაშვილმა ქობლეთელებთან მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა (1:1) და მისი შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ულამაზესი გოლიც ვიხილეთ.

 

1. გიორგი ზარია

შუქურა – ბათუმის დინამო 1:8

89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ ძალიან ეფექტურად გაისროლა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. მართალია, ამ დროს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს გოლის სილამაზეს ვერ გააფერმკრთალებს.