ეროვნული ლიგის გათამაშება თებერვალში დაიწყება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გათამაშება თებერვალში დაიწყება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია – გუნდები პირველი ტურის თამაშებს თებერვალში გამართავენ, სეზონს კი ტრადიციულად დეკემბერში დაასრულებენ.

პირველი ტურის მატჩები 28 თებერვალს გაიმართება, ბოლო, 36-ე ტურის დაპირისპირებები კი 6 დეკემბერს ჩატარდება. ხოლო ლიგა 2 პირველ მარტს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

6-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგას „რუსთავი“ დაუბრუნდა, ხოლო „სპაერი“ და ტყიბულის „მეშახტე“ ტურნირზე სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ. ლიგა 2-ში ერთწლიანი პაუზის შემდეგ სართიჭალის „შტურმი“ და „არაგვი“ დაწინაურდნენ, ხოლო ზუგდიდის „ოდიში 1919“ და „გორი“ პირველად ითამაშებენ.