ეროვნული ლიგის ბომბარდირი - ეს ტიტული „დინამოს“ დამსახურებაა
ეროვნული ლიგის ბომბარდირი - ეს ტიტული „დინამოს“ დამსახურებაა

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში საუკეთესო ბომბარდირიც გამოვლინდა. თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ „ვიტ ჯორჯიას“ გაუტანა და 20 გოლით პირველ ადგილზე გავიდა, ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელ ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი მას სამი გოლით ჩამორჩა.

„მართალია, „ვიტ ჯორჯია“ ლიგიდან გავარდნილი იყო, მაგრამ ადვილი თამაში არ გვქონია. ყველაფერი გავაკეთეთ, ხალხი რომ გაგვეხარებინა. ბედნიერი ვარ, რომ „დინამოს“ ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანე და „ვიტ ჯორჯიასთან“ პირველი გოლი გავიტანე. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. მიხარია, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. რაც შეეხება ბომბარდირობას, ეს გუნდის დამსახურებაა“ – ამბობს ლევან კუტალია.

დატოვე კომენტარი