საქართველოს 2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები ცნობილია – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური აქვეყნებს.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი პირველ მარტს დაიწყება, რომელსაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის „კოლხეთი“ დაუბრუნდა, ხოლო ეროვნულ ლიგა 2-ს, რომელიც 6 მარტს აიღებს სტარტს, სართიჭალის „შტურმი“, დუშეთის „არაგვი“ და „რუსთავი“ შეუერთდებიან.
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი 8 მარტს დაიწყება, ხოლო ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება 30 მარტს აიღებს სტარტს.
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები:
ეროვნული ლიგა – 1 მარტი
ეროვნული ლიგა 2 – 6 მარტი
ეროვნული ლიგა 3 – 7 მარტი
ეროვნული ლიგა 4 – 30 მარტი
რეგიონული ლიგა – 1 აპრილი
19-წლამდელთა ოქროს ლიგა – 2 მარტი
19-წლამდელთა ვერცხლის ლიგა – 30 მარტი
17-წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
15-წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
ქალთა ლიგა – 8 მარტი
ქალთა ლიგა 2 – 30 მარტი