ეროვნული ლიგიდან აფრიკის თასზე - „დილასა“ და „დინამო თბილისის“ მცველებმა კონგოს ნაკრებში ითამაშეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის კლუბების ორმა ფეხბურთელმა აფრიკის თასზე ითამაშა – გორის „დილას“ და „დინამო თბილისის“ მცველებმა რომარიკ ეტოუმ და ფრანსის ნზაბამ კონგოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგეს.
კონგო ჯგუფის ლიდერს, მალის ეროვნული გუნდს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ეტოუ და ნზაბა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გორის „დილას“ 28 წლის ცენტრალური მცველი მარჯვენა ფლანგზე ათამაშეს და 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „დინამოს“ 20 წლის მცველმა ნზაბამ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.
აფრიკის თასის G ჯგუფში გამართული ხუთი ტურის შემდეგ კონგო ექვსი ქულით მესამე ადგილზეა და მალის (12) და გამბიას (9) ჩამორჩება. ფინალურ ეტაპზე თამაში მალიმ გაინაღდა, ხოლო კონგოს ბოლო ტურში მოგება სჭირდება – გუნდი შეხვედრას 4 სექტემბერს სტუმრად კონკურენტ გამბიასთან გამართავს.
აფრიკელი ლეგიონერები „დილას“ და „დინამო თბილისს“ დაუბრუნდებიან და გუნდებთან ერთად სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასისთვის მოემზდებიან.
30 ივნისს ტურნირის ნახევარფინალში, თბილისის „დინამო“ „დილას“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული 4 ივლისს ფინალში ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.