ეროვნული ლიგა | წარუმატებელი ტური „დინამოებისთვის“ #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | წარუმატებელი ტური „დინამოებისთვის“ #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 29-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ფოთში „კოლხეთთან“ 1:0 გაიმარჯვა „თელავმა“. მატჩის ბედი 72-ე წუთზე მარტინის მიერ შესრულებულმა ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.

წყალტუბოში „სამგურალმა“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. აქ ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და სამგურალი 2:0 დააწინაურა.

დამარცხდა ბათუმის „დინამოც“, ოღონდ შინ „გარეჯთან“ – 1:4. აქაც დუბლი შესრულდა – გალახვარიძემ ერთწუთიან მონაკვეთში (51 და 52 წუთებზე) ორჯერ გაიტანა, რის შემდეგაც ბათუმელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.