ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ „თელავთან“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, „დინამომ“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ „თელავთან“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, „დინამომ“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში საინტერესო მატჩი გაიმართა კახეთში. „თელავთან“ შეხვედრაში „ტორპედო“ მე-13 წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩი საბოლოოდ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-80 წუთზე ანანიძემ გაათანაბრა.

თბილისის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

„ტორპედო“ 50 ქულით ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა. ერთი ქულით და ერთი ადგილით ჩამორჩება თბილისის „დინამო“, ხოლო „თელავი“ და „კოლხეთი“, შესაბამისად 29 და 19 ქულით, მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ.