ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა #1TVSPORT

00:31, 22.04.2026

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი თამაში აჩვენა – 6:1.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული მე-8 ტურის დაპირისპირება ქუთაისელებმა შესანიშნავად დაიწყეს და პირველივე ნახევარში კომნენ ანდრიჩის და გიორგი არაბიძის გოლებით (45+1) ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

„ტორპედომ“ მეორე ტაიმი კიდევ უფრო ლაღარდ ჩაატარა და მეტოქის კარი კიდევ ოთხჯერ აიღო – კომნენ ანდრიჩმა დუბლი (55) შეასრულა, თითო გოლი ალეკო ბასილაძის (47), მოჰამედ შერიფის (80) და ლადო მამუჩაშვილის (87) ანგარიშზეა, „სამგურალიდან“ კი თავი გიორგი გოგოლაშვილმა (84) გამოიჩინა.

„ტორპედომ“ 8 ტურში 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო „სამგურალი“ მე-9 ადგილზეა.

მსგავსი