ეროვნული ლიგა - საუკეთესო ბომბარდირებში, ასისტენტებსა და მეკარეებში ლიდერები გამოიკეთა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა - საუკეთესო ბომბარდირებში, ასისტენტებსა და მეკარეებში ლიდერები გამოიკეთა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა და ცნობილია, ვინ დაწინაურდა ლიგის ბომბარდირთა დავაში, ვინ გააკეთა ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა და კარი ყველაზე მეტხანს უგოლოდ რომელმა მეკარემ შეინარჩუნა.

 

ბომბარდირებში „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი და ბათუმის „დინამოს“ ფორვარდი გიორგი ფანცულაია 8-8 გოლით დაწინაურდნენ. ორივემ 18-18 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ფანცულაიას ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, ხოლო სერბმა თავდამსხმელმა – ერთი პენალტიდან.

ბომბარდირები

1. ზორან მარუშიჩი, დინამო (თბ.) 8 გოლი

2. გიორგი ფანცულაია, დინამო (ბთ.) 8

3. დმიტრი მანდრიჩენკო, საბურთალო 7

4. გიორგი გაბედავა, დინამო თბ 7

5. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 6

 

საგოლე პასებშიც ორი ლიდერია – ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ჯაბა ჯიღაური და რაც ყველაზე საინტერესოა, „საბურთალოს“ მარცხენაფლანგელი გიორგი ლაცაბიძე – ორივეს გადაცემით 5-5 გოლი გავიდა.

საგოლე პასი

1. ჯაბა ჯიღაური, დინამო (ბთ.) 5 პასი

2. გიორგი ლაცაბიძე, საბურთალო 5

3. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 4

4. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი 4

5. რევაზ ჩიტეიშვილი, დილა 4

 

მშრალი მატჩების სერიაში ორი მეკარე ლიდერობს და ორივე „საბურთალოს“ აღზრდილია – ბათუმის „დინამოს“ კარის დარაჯმა ლაზარე კუპატაძემ 10 მატჩი უგოლოდ დაასრულა, ხოლო „საბურთალოს“ მეკარე ოთო გოშაძემ – 9 მატჩი.

მშრალი მატჩები

1. ლაზარე კუპატაძე, დინამო (ბთ.) 10 მშრალი მატჩი

2. ოთო გოშაძე, საბურთალო 9

3. როინ კვასხვაძე, დინამო (თბ.) 8

4. მაქსიმე ქვილითაია, სამგურალი 6

5. დინო ჰამზიჩი, ტორპედო 6