ეროვნული ლიგა | „სამტრედიის“ დამარცხებით „იბერია“ სამეულში დაბრუნდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტური „იბერიისა“ და „სამტრედიის“ მატჩით დასრულდა, რომელიც თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:1.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. „სამტრედიის“ შეტევა დანიელ ოვუსუმ დააგვირგვინა. ტაიმის ბოლოს კი იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში მეტოქეები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, თუმცა 90+1-ე წუთზე მასპინძლები ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+8-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა ეფექტური დარტყმით დააფიქსირა.
21 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 36 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (34) ისევ გადაასწრო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „სამტრედია“ (11) ბოლო, მე-10 პოზიციაზეა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.