ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის მორიგი შეხვედრა რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა – „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა. დაძაბულმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის სატურნირო და ფსიქოლოგიური კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი მცდელობის მიუხედავად გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, საბოლოოდ, ფრე 0:0.
3 ტურის შემდეგ „თელავმა“ ეროვნულ ლიგაში 4 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ 3 ქულით მოიპოვა და მე-7 პოზიციაზეა.
დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართება – გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ ამ წუთებში მასპინძლობს, ხოლო „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.