ეროვნული ლიგის მე-15 ტურიში გამართულ ხუთ მატჩში 14 გოლი გავიდა (საშუალოდ 2,8 გოლი). ტრადიციულად, ტოპ-სამი გოლი შევარჩიეთ:
3. მეჰდი ბოუკასი
შუქურა – ტორპედო 0:2
„დავით აბაშიძე – არენაზე“ შეხვედრის 59-ე წუთზე ფადი ზიდანმა საჯარიმოს ხაზთან მეჰდი ბუკასი შენიშნა, რომელმაც ერთი შეხებით კარში ზუსტად დაარტყა, მეკარეს კარიდან ოდნავ წინ გამოსვლა არ აპატია და „ტორპედოს“ მოაგებინა.
2. პაატა ღუდუშაური
დილა – დინამო თბ 2:0
გორელებმა „დინამოსთან“ შეხვედრის ბედი მეორე ტაიმის ბოლოს გადაწყვიტეს. 70-ე წუთზე გორელთა რიგებში საუკეთესომ, პაატა ღუდუშაურმა „დინამოს“ ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი მარჯვენა ფლანგზე ჩამოიშორა, კარისკენ დაიძრა და მახვილი კუთხიდან მშვენიერი გოლით ანგარიში გახსნა. გოლი ეფექტურიც იყო და უმნიშვნელოვანესიც.
1. ირაკლი რუხაძე
სამტრედია – სამგურალი 2:3
„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნამდვილი შედევრი იხილა. 67-ე წუთზე გურამ ლუკავასგან გადაცემა მიიღო ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ეფექტურად ჩამოიშორა მცველი და კარში სწრაფად დაარტყა.