ეროვნული ლიგა | ლიდერების შეხვედრა ბათუმის „დინამომ“ მოიგო #1TVSPORT

22:29, 04.09.2026

ეროვნული ლიგის 24-ე ტური ლიდერების დაპირისპირებით დაიწყო – „რუსთავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ბათუმელთა გამარჯვების გოლი კი 48-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა.

ამ მოგებით ბათუმის „დინამომ“ 40 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა. „რუსთავი“ 42 ქულით კვლავ პირველ ადგილზე დარჩა, მაგრამ ბათუმელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

ტურის დარჩენილი მატჩები 5 და 6 სექტემბერს გაიმართება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება: „ტორპედო“ ქართულ „კლასიკოში“ კვირას, 6 სექტემბერს „რამაზ შენგელია – არენაზე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

24-ე ტური

შაბათი, 5 სექტემბერი

16:00, წყალტუბო, „მეშახტე“ 2:2 „სპაერი“

18:00, გორი, „დილა“ – „გაგრა“

20:00, თბილისი, „იბერია“ – „სამგურალი“

კვირა, 6 სექტემბერი

20:00, ქუთაისი, „ტორპედო“ „დინამო თბ“

ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    რუსთავი რუსთავი
    24
    12
    6
    6
    10
    42
  • 2
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    24
    11
    7
    6
    7
    40
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    22
    10
    7
    5
    9
    37
  • 4
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    22
    11
    4
    7
    7
    37
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    23
    10
    3
    10
    4
    33
  • 6
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    24
    9
    5
    10
    -10
    32
  • 7
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    23
    8
    7
    8
    9
    31
  • 8
    გაგრა გაგრა
    23
    6
    9
    8
    -7
    27
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    24
    5
    9
    10
    -5
    24
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    24
    2
    9
    13
    -23
    15

მსგავსი