ეროვნული ლიგა | გოლი-პასი სისტემითაც ფანცულაია-მარუშიჩი ლიდერობენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გოლი-პასი სისტემითაც ფანცულაია-მარუშიჩი ლიდერობენ #1TVSPORT

მეორე წრის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში ლიდერები გამოიკვეთა ეგრეთ წოდებული გერმანული სისტემით – გოლი+პასი.

ეს ცნობილი მოდელია, რომლითაც საუკეთესო მოთამაშის დასახელება შედარებით ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, რადგან სტატისტიკა ასახავს, რომელ მოთამაშეს აქვს გავლენა ამა თუ იმ გუნდში თუ კონკრეტულად ჩემპიონატში.

ამ ნომინაციაში ორი გამორჩეული მოთამაშეა და ორივე ბომბარდირებში ლიდერობს – ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია და „დინამო თბილისის“ შემტევი ზორან მარუშიჩი. ორივემ 8-8 გოლი გაიტანა და 4-4 საგოლე გადაცემა დააგროვა. მესამე ადგილზე კი ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ჯაბა ჯიღაურია, რომელმაც 6 გოლს 5 საგოლე გადაცემა დაუმატა.

 

ტოპ-10 გოლი+პასი

1. ზორან მარუშიჩი, დინამო (თბ.) 12 (8+4 გოლი+პასი)

2. გიორგი ფანცულაია, დინამო (ბთ.) 12 (8+4)

3. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 11 (6+5)

4. იური ტაბატაძე, საბურთალო 9 (6+3)

5-7. ულად-ომარ იმრანი, ლოკომოტივი 8 (5+3)

5-7. ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბთ 8 (5+3)

5-7. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი 8 (4+4)

8-10. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 7 (5+2)

8-10. დმიტრი მანდრიჩენკო, საბურთალო 7 (7 გოლი)

8-10. გიორგი გაბედავა, დინამო (თბ.) 7 (7 გოლი)