ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ გასვლაზე ლიდერთან ქულა მოიპოვა - „სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
სანაკრებო და ევროტურნირებით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.
მორიგი სენსაციით გამოიჩინა თავი „გაგრამ“, რომელმაც ბათუმის „დინამოსთან“ გასვლაზე მოგების შემდეგ ქულა გათამაშების ლიდერ გორის „დილასთან“ მოიპოვა – 0:0.
„დინამო თბილისმა“ კი ევროთასების შემდეგ ეროვნულ ლიგაშიც წარუმატებლად ითამაშა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისში წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალწვეულის, ლევან კუტალიას მიერ 73-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
ეროვნულ ლიგაში დარჩენილი სამი შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართება.
„იბერია 1999“ – „თელავი“
ბათუმის „დინამო“ – ფოთის „კოლხეთი 1913“
ქუთაისის „ტორპედო“ – „სამტრედია“