ეროვნული ლიგა | ფრე ქართულ „კლასიკოში“, „თელავმა“ „გაგრას“ სძლია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ფრე ქართულ „კლასიკოში“, „თელავმა“ „გაგრას“ სძლია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური თელავსა და ქუთაისში გაიხსნა.

„კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან თავი გამოიჩინეს გაბიტაშვილმა, მარტინიმ, ცნობილაძემ და დევდარიანმა. თელაველებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ცნობილაძემ 35-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული ქართული „კლასიკო“ კი ფრედ დასრულდა. ანგარიში ქუთაისის „ტორპედომ“ 48-ე წუთზე ბიორნ იონსენის ზუსტი დარტყმით გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე „დინამო თბილისმა“ წონასწორობა თორნიკე მორჩილაძის პენალტით აღადგინა 1:1.

ქუთაისის „ტორპედო“ (40 ქულა) მეოთხე პოზიციაზე დარჩა და „დინამოს“ (42) ვერ გადაასწრო, ხოლო „თელავმა“ (23) აუტსაიდერთა ზონას დააღწია თავი და „გაგრასთან“ (33) ჩამორჩენაც შეამცირა და მე-7 ადგილზეა.