ეროვნული ლიგა | „დინამომ“ „თელავს“ დიდი სხვაობით სძლია #1TVSPORT

23:15, 02.11.2025

ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური თბილისსა და წყალტუბოში დასრულდა. დედაქალაქში ადგილობრივმა „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. გოლები გვასალიამ, მორჩილაძემ და ნინუამ გაიტანეს.

წყალტუბოში კი „სამგურალისა“ და „გაგრის“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. 66-ე წუთზე ანგარიში ხარებაშვილმა გახსნა, ხოლო 86-ზე ფანცულაიამ წონასწორობა აღადგინა და „გაგრას“ ქულა მოუტანა.

მსგავსი