ეროვნული ლიგა | „დილამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა და ლიდერს დაეწია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „დილამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა და ლიდერს დაეწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში გორის „დილამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ლიდერ „იბერიას“ დაეწია.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ მე-6 ტურის დაპირისპირებაში გორელებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. ფოთელთა საჯარიმოსთან აბუბაქარ კონტემ გადაცემა ჩაჭრა, შოთა შეყილაძესთან „კედელი“ გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში „კოლხეთი“ თამაშის შემოტრიალებას ცდილობდა, მაგრამ რეალური მომენტები გორელებმა შექმნეს, გოლიც გაიტანეს, პენალტიც მოიპოვეს, მაგრამ საბოლოოდ არბიტრმა ორივე გააუქმა.

„დილამ“ 88-ე წუთზე პენალტი მაინც მოიპოვა, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დაარტყა – ფოთელების მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ „დილის“ მცველმა დამატებაზე მაინც გაიტანა, გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა.

8 ტურის შემდეგ „დილამ“ 17 ქულა დააგროვა და ლიდერ „იბერიას“ გაუთანაბრდა, ბათუმის „დინამოს“ (15 ქულა) გაასწრო. თუმცა ორივე გუნდს ტურის მატჩი გასამართი აქვს. „კოლხეთი“ (5 ქულა) კი ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.