ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდება – ბოლოს მატჩები 2 ივლისს ჩატარდა და ევროტურნირების გამო პაუზა გამოცხადდა.
ჩემპიონატი 21-ე ტურის მატჩით განახლდება, რომელიც შაბათს, 13 აგვისტოს, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება – „თელავი“ წყალტუბოს „სამგურალს“ მიიღებს. ტურის მატჩს კვირას, 14 აგვისტოს „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“ უმასპინძლებს, სადაც გასული სეზონის მესამეადგილოსანი გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
ასევე საინტერესოა ორშაბათს, 15 აგვისტოს დაგეგმილი მატჩი – „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ. ეს მატჩიც „თენგიზ ბურჯანაძეზე“ შედგება.
ტური 21
შაბათი, 13 აგვისტო
თელავი – სამგურალი | 20:00. კავკასიონი არენა – თელავი
დინამო თბ. – სიონი | 21:00. დინამო არენა – თბილისი
კვირა, 14 აგვისტო
ლოკომოტივი – გაგრა | 19:00. ლოკო – საგურამო
დილა – დინამო ბთ. | 21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
ორშაბათი, 15 აგვისტო
საბურთალო – ტორპედო | 20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი