ეროვნული ლიგა | ჩემპიონმა „იბერიამ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ჩემპიონმა „იბერიამ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტური გორსა და წყალტუბოში გამართული შეხვედრებით გაგრძელდა. ორივე თამაშში პენალტი დაინიშნა, მაგრამ დამრტყმელებმა ვერ იხეირეს.

ვიცე-ჩემპიონი გორის „დილა“ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ მოქმედ ჩემპიონთან და გათამაშების ლიდერთან, თბილისის „იბერიასთან“ 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 45+1-ე წუთზე ეფექტური დარტყმით პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. 65-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას სტუმართა უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გორელთა მეკარემ, დავით კერესელიძემ ბურთი მოიგერია.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ 3:1 სძლია. მასპინძლები 55-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ დააწინაურა. 70-ე წუთზე ლევან პაპავამ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე ლევან შოვნაძემ აუღო) და „სამგურალის“ უპირატესობის გაზრდა ვერ შეძლო, ეს შვიდ წუთში ველისოლმა მოახერხა. ტყიბულელებმა ლაშა უგრეხელიძის გოლით (79) სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინეს. საბოლოო ანგარიში კლაუდიო სებოლინიამ (90+1) დააფიქსირა.

ელიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ „იბერიამ“ (23 ქულა) ლიდერობა განიმტკიცა, „დილა“ (16) მეოთხე პოზიციაზეა, „სამგურალი“ (14) – მეხუთეზე, „მეშახტე“ (10) კი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებს.