ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მეორე ტური „გაგრისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 3:1 მოიგო.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „გაგრამ“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბათუმელთა სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა. 16-ე წუთზე „დინამომ“ ანგარიში გახსნა – ონორე გომისის გადაცემით ჟან ვიქტორმა ისარგებლა. „გაგრამ“ წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინა – მათე ვაწაძის განვითარებული შეტევა გიორგი ხარებაშვილმა დაასრულა.

მეორე ტაიმში ბათუმის „დინამოს“ უპირატესობა გამოიკვეთა. გუნდი 62-ე წუთზე კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ ზუსტი თავური დარტყმით დააწინაურა. მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში გიორგი უბილავამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“, გორის „დილისა“ და „იბერიის“ მსგავსად, ექვსი ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გადავიდა.