ეროვნული ლიგა 2 | „სპაერი“ სეზონში პირველად „სამტრედიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ლიდერი „სპაერი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
თბილისურმა კლუბმა „ეროსი მანგალაძეზე“ 0:1 წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“, რომელმაც თავის მხრივ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მარტვილის „მერანმა“ „დინამო 2“ დაამარცხა და მეორე ადგილი შეინარჩუნა.
წარმატებული თამაშების სერია 7-მდე გაზარდა ტყიბულის „მეშახტემ“, რომელმაც „გონიოს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია.
თბილისის „იბერიამ“ კი ბოლნისის „სიონთან“ ქულა მოიპოვა და უპირატესობა გაზარდა „ლოკომოტივთან“, რომელიც „რუსთავთან“ გასვლაზე დამარცხდა.
ტური 14
რუსთავი 2:1 ლოკომოტივი
მეშახტე 1:0 გონიო
სამტრედია 1:0 სპაერი
იბერია-2 0:0 სიონი
მერანი მრ. 2:1 დინამო-2 თბ