ეროვნული ლიგა 2 | „სპაერი“ მეორე ადგილზე გავიდა, „სამტრედიამ“ სეზონი სამეულში დაასრულა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა და, შესაბამისად, ყველაფერი გაირკვა.
ეროვნული ლიგის საგზური ოთხი ტურით ადრე ქობულეთის „შუქურამ“ მოიპოვა, ხოლო პლეი ოფის (გადასასვლელი მატჩები ელიგის გუნდებთან) საგზური – „სპაერმა“ და „სამტრედიამ“. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, მეორე და მესამე ადგილზე რომელი გუნდი გავიდოდა.
„სამტრედიამ“ გასვლაზე თბილისის „მერანი“ 30 დაამარცხა, მაგრამ ვერ დაეწია „სპაერს“, რომელმაც ასევე გასვლაზე ითამაშა და საგარეჯოში „გარეჯს“ 3:1 სძლია.
პლეი აუტში (ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებითვის) „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ მოხვდნენ და ლიგა 3-ის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. პლეი ოფის და პლეი აუტის მატჩები 6 და 7 დეკემბრიდან დაიწყება.
ტური 32
მერანი თბ – სამტრედია 0 : 3
სპაერის სტადიონი – თბილისი
მერანი მრ – ვიტ ჯორჯია 4 : 2
მურთაზ ხურცილავა – მარტვილი
გარეჯი – სპაერი1 : 3
ცენტრალური – საგარეჯო
შუქურა – რუსთავი 2 : 1
ტექნიკური ცენტრი – ფოთი
ეროვნული ლიგა2
1. შუქურა 60
2. სპაერი 51
3. სამტრედია 48
4. მერანი მრ 42
5. გარეჯი 36
6. მერანი თბ 34
7. რუსთავი 23
8. ვიტ ჯორჯია 21