ეროვნული ლიგა 2 | „სიონმა“ ლიდერის მარცხით ვერ ისარგებლა, ფოთის „კოლხეთმა“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „სიონმა“ ლიდერის მარცხით ვერ ისარგებლა, ფოთის „კოლხეთმა“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეექვსე ტური დასრულდა. პირველ სათამაშო დღეს ლიდერი „გარეჯი“ დამარცხდა, მაგრამ საგარეჯოელების წაგებით მისმა კონკურენტმა, ბოლნისის „სიონმა“ ვერ ისარგებლა. სამაგიეროდ, მდგომარეობა გაიუმჯობესეს „სპაერმა“ და ფოთის „კოლხეთმა“.


„კოლხეთი“ (ხობი) – „სიონი“ (ბოლნისი) 3:1


ხობში გამართული შეხვედრის მთავარი გმირი მასპინძელთა 30 წლის ნახევარმცველი ოთარ ტორაძე იყო, რომელმაც გიორგი ჭედიას ორი საგოლე პასით ისარგებლა, დუბლი (48, 74) შეასრულა, ერთი გოლი კი მისი გადაცემით ნიკოლოზ ხარაბაძემ (42) გაიტანა. სტუმრებიდან თავი ალექსანდრე ჯელაძემ (84) გამოიჩინა.


„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი 1913“ (ფოთი) 1:2


მარტვილში ფოთელები მე-4 წუთზე მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. მამადუ სეკომ (53-ე წუთი) წონასწორობა აღადგინა, თუმცა დემეტრე გვასალიამ (59) სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.


სპაერი“ (თბილისი) – „ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) 5:2


სპაერმა“ სამბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვა და ტაიმი 3:0 მოიგო – გოლები თემურ გაბუნიამ (4), ბექა ქართველიშვილმა (19) და დავით ნაჭყებიამ (21) გაიტანეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეტოქის კარი ლუკა სოსიაშვილისა (75) და გიორგი ცეცხლაძის (88) ზუსტი დარტყმებით კიდევ ორჯერ აიღეს, ხოლო „ვიტ ჯორჯიიდან“ გოლები ამირან ძაგანიასა (49) და ბექა გუგბერიძის (86, პენალტი) ანგარიშზეა.


„დინამო 2“ (თბილისი) – „მერანი“ (თბილისი) 2:2


„ვიტალი დარასელიას სახელობის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა ისეთი დაძაბული გამოდგა, მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდიდან გააძევა მოთამაშეები – გიორგი უბილავა (23 – „მერანი“) და გიორგი მაისურაძე (47 – „დინამო 2“). ვნებები რომ ჩაცხრა, სანახაობრივი თამაში გაჩაღდა, რომელიც საბოლოოდ 2:2 დასრულდა. „დინამო 2“-დან გოლები თორნიკე მორჩილაძემ (51) და ჯადული იობაშვილმა (69) გაიტანეს, ხოლო „მერანიდან“ – რატი კაკიაშვილმა (57) და იაგო დეისაძემ (76).

 
გარეჯი 6 4 1 1 10:4 13
სპაერი 6 4 0 2 13:10 12
სიონი 6 4 0 2 10:7 12
კოლხეთი (ფ) 6 3 2 1 11:6 11
კოლხეთი (ხ) 6 3 2 1 8:3 11
დინამო 2 (თბ) 6 3 1 2 10:9 10
ლოკომოტივი 6 2 0 4 7:11 6
მერანი (თბ) 6 0 4 2 4:8 4
მერანი (მრ) 6 0 2 4 3:9 2
ვიტ ჯორჯია 6 0 2 4 5:14 2