ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერთა ჯგუფი გამოიკვეთა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერთა ჯგუფი გამოიკვეთა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის თამაშები გაიმართა და ლიდერთა ჯგუფი გამოიკვეთა – თბილისის „ვიტ ჯორჯია“, დუშეთის „არაგვი“ და „დინამო თბილისი 2“.

მეორე ტურის ცენტრალური მატჩი სართიჭალაში გაიმართა, სადაც „არაგვმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ძლიერი მეტოქე ურთულეს შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. მე-11 წუთზე „არაგვი“ გიგა ამბროლაძემ დააწინაურა, ხოლო 52-ე წუთზე დავით კირკიტაძემ დუშელების უპირატესობა გაზარდა. „სიონმა“ დათა სიჭინავას გოლით 79-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

საგარეჯოს „გარეჯმა“ „სპაერს“ უმასპინძლა – დაძაბული მატჩი 1:1 დასრულდა. სტუმართა გოლს (ნიკა კენჭაძე) მასპინძლებმა მატჩის ბოლოს (83-ე წუთი) ნუგზარ სპანდერაშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

თბილისის „ლოკომოტივი“ „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმრებს გამარჯვება დუტა ქარდავამ მოუტანა. „ლოკომოტივს“ გათანაბრება მალე შეეძლო, მაგრამ მე-11 წუთზე ბიძინა მახარობლიძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

„არაგვის“ და „ვიტ ჯორჯიას“ მსგავსად, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „დინამო თბილისი 2“-მა, რომელმაც სტუმრად ხობის „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა – 87-ე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა პენალტი გაიტანა.

უხვგოლიანი გამოდგა „რუსთავისა“ და სართიჭალის „შტურმის“ შეხვედრა, რომელიც რუსთაველებმა 4:1 მოიგეს. მასპინძლებიდან გოლები მათე ქომეთიანმა (39, 78), ლუკა ქემოკლიძემ (36) და იუტა ნაკანომ (85) გაიტანეს. რუსთაველებს მეხუთე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ 90+4-ე წუთზე სოლომონ კესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. სართიჭალელებისგან თავი თემურ გაბუნიამ (9) გამოიჩინა.

მეორე ტური 

არაგვი – სიონი 2:1

რუსთავი – შტურმი 4:1

გარეჯი – სპაერი 1:1

ლოკომოტივი – ვიტ ჯორჯია 0:1

კოლხეთი ხობი – დინამო 2 თბ 0:1