ეროვნულ ლიგა 2-ში 27-ე ტურის მატჩები გაიმართა, საგარეჯოს „გარეჯმა“ „ლოკომოტივი“ სტუმრად დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, თუმცა „რუსთავს“ მიმდინარე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.
ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „დინამო 2“ 3:0 დაამარცხა და მესამე ადგილთან ერთად ეროვნულ ლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებს. „სიონთან“ ორქულიანი სხვაობა შეინარჩუნა „სპაერმა“, რომელმაც ხობში „კოლხეთი“ 2:0 დაამარცხა.
„შტურმმა“ დუშეთის „არაგვთან“ მოგებით (2:1) ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაიზარდა. „ლოკომოტივი“ „გარეჯთან“ წაგების შემდეგ კვლავ პლეი აუტის ზონაში რჩება.
თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილმა „გარეჯმა“ მესამე წრე შესანიშნავად ჩაატარა, 9 შეხვედრიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.
ტურის დარჩენილი შეხვედრა „რუსთავსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის პირველ ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 15:30 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში „რუსთავი“ „გარეჯს“ გადაასწრებს და მესამე წრის გამარჯვებული გახდება.
ეროვნული ლიგა 2 | 27-ე ტური
„შტურმი“ – „არაგვი“ 2:1
„ლოკომოტივი“ – „გარეჯი“ 1:2
„სიონი“ – „დინამო“ 2 (თბ) 3:0
„კოლხეთი“ (ხობი) – „სპაერი“ 0:2