ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესოები ეროვნული ლიგა 2-ში გამოავლინეს.
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დასახელდა – მისი ხელმძღვანელობით, მეორე წრე ბათუმელებმა დაუმარცხებლად გაიარეს – 5 მოგება, 4 ფრე და მესამე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლეს.
ლიგა2 -ის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედაც ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენელი, ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს – მან ეს ბრწყინვალე თამაშით დაისმახურა. 21 წლის ლეგიონერმა ბოლო 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, გუნდს გალიდერებაში დაეხმარა და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 12 გოლით გაიდერდა.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელიც 4-4-2 გალაგებითაა მოცემული და აქაც ყველაზე მეტ მოთამაშე ბათუმის “დინამოდანაა”:
მიხეილ ალავიძე (ბათუმის „დინამო“) – გიორგი ცერცვაძე ( „ცხინვალი“), ვაჟა ფაცაცია (მარტვილის „მერანი“), გიორგი გეთიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), ლაშა ჩალაძე (ბათუმის „დინამო“) – პაატა ღუდუშაური („ვიტ ჯორჯია“), რატი ცაცქრიალაშვილი („გაგრა“), ჯერალდო ჯეფერსონი (ქობულეთის „შუქურა“), ირაკლი რუხაძე („თელავი“) – ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“), იაგო დეისაძე („ნორჩი დინამო“)