ეროვნული ლიგა 2 – მარტვილში მოგებით „გარეჯი“ გალიდერდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 – მარტვილში მოგებით „გარეჯი“ გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ლიდერი შეცვალა. საგარეჯოს „გარეჯმა“ მარტვილში „მერანი“ პაპუნა ფონიავას (35) და გიორგი ხარებაშვილის (52) გოლებით დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ზვიად სეხნიაშვილმა ანგარიში გახსნა, მასპინძლების უპირატესობა კი გოჩა ცირდავამ დუბლით გაზარდა და „სიონმა“ ტაიმი 3:0 მოიგო. მეორე ტაიმში დათა სიჭინავამ (53) და დავით ზურაბიანმა (62) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლნისელებმა გამარჯვება ხელიდან არ გაუშვეს და მეორე ადგილზე დაწინაურდნენ.

ტური წარუმატებელი გამოდგა მეორე „მერანისთვის“ – თბილისური გუნდი ხობის „კოლხეთს“ ესტუმრა, რომელმაც გიორგი ჭედიას (8, 58) დუბლით გაიმარჯვა.

9 ქულა დააგროვა „სპაერმაც“, რომელმაც „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა. მართალია, ანგარიში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, თორნიკე კურტანიძემ (16) გახსნა, მაგრამ „სპაერმა“ ბექა ქართველიშვილის (26 – პენალტით, 50) დუბლით და დავით ნაჭყებიასა (58) და მელქისედეკ ცვალეს (88) გოლებით მიზანს მაინც მიაღწია.

მერანი მრ – გარეჯი 0:2

სიონი – ფოთის კოლხეთი 3:2

კოლხეთი ხობი – მერანი თბ 2:0

სპაერი – ლოკომოტივი 4:1