ეროვნული ლიგა 2 | ლიდერები დაზავდნენ, აუტსაიდერებში „მერანმა“ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ლიდერები დაზავდნენ, აუტსაიდერებში „მერანმა“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.


სიონი – სპაერი 0:0


ბოლნისში გამართული ლიდერთა მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. „სიონმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშა და ცხრა ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 16 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო „სპაერი“ (17 ქულა) მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ საგარეჯოს „გარეჯს“ (19) ვერ დაეწია.


მერანი (თბ) – ლოკომოტივი 3:2


აუტსაიდერთა დაპირისპირებაში თბილისის „მერანი“ პირველ ტაიმში ზურაბ ღირდალაძისა და ბექა ქეცბაიას გოლებით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს „ლოკომოტივმა“ ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი წონასწორობა აღადგინა, თუმცა შედეგის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 71-ე წუთზე იაგო დეისაძემ „მერანს“ სამი ქულა მოუტანა

ცხრა ტურის შემდეგ „მერანი“ მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ლოკომოტივი“ (6 ქულა) მე-9 პოზიციაზე დარჩა.

მე-9 ტურის დარჩენილი სამი მატჩი 26 აპრილს გაიმართება:

ოთხშაბათი, 26 აპრილი

16:00 | ვიტ ჯორჯია – კოლხეთი (ხობი)

თბილისი. გლდანის საფეხბურთო ცენტრი.

18:00 | კოლხეთი 1913 – გარეჯი

ფოთი „ფაზისი არენა“.

18:00 | დინამო 2 (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

თბილისი. „ვიტალი დარასელია არენა“