ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხელოვან ექიმთა ნამუშევრები გამოიფინა
ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხელოვან ექიმთა ნამუშევრები გამოიფინა

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხელოვან ექიმთა ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიებაზე სულ 30-მდე ნამუშევარი მოხვდა, მათ შორის პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანის, მარი მალაზონიას ნახატები.

„ჩვენთვის ეს არის ერთგვარი თავისუფლება, რომელიც, რასაკვირველია, არ არის ჩვენი პროფესიის ფარგლებში, მაგრამ არის ადამიანური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილი“, – განუცხადა პირველ არხს მარი მალაზონიამ.

დამთვალიერებლებს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, ხელნაკეთი ნივთებისა და მცირე ზომის სკულპტურების ნახვის საშუალებაც ჰქონდათ.

გამოფენის მიზანი საზოგადოებისთვის ექიმების სხვა კუთხით დანახება და მათი შემოქმედების გაცნობა იყო.