ეროვნული ბანკი - სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 5,49 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 5,49 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1,89 მლრდ ლარით, 5,49%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 36,38 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552,91 მლნ ლარით (3,70%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,34 მლრდ ლარით (6,85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0,23%-ით).

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4,69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6,03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12,81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7,03%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4,23%-ით, ანუ 732,34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 18.05 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42,55 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0,73 პროცენტული პუნქტით.

დატოვე კომენტარი