ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 1,4 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 1,2 პროცენტით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 1,4 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 1,2 პროცენტით გაუფასურდა

ოქტომბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3,1723-დან 3.2177-მდე, ანუ 1,4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 3,7428-დან 3.7876-მდე, 1,,2 პროცენტით გაუფასურდა. ოქტომბრის თვის მიმოხილვას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სებ-ის ცნობით, ოქტომბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3,2345, ხოლო მინიმალურმა 3,1975 შეადგინა.

„შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0,5 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0,6 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ-0,2 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ-0,8 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ-5,0 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლის მიმართ-2,5 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი უცვლელი დარჩა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,8 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად უცვლელია.

„წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი არ შეცვლილა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,4 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ოქტომბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 3,8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში-11,9 პროცენტი, ბელორუსში-6,2 პროცენტი, რუსეთში-4,0 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აზერბაიჯანში-2,3 პროცენტი, უკრაინაში-2,6 პროცენტი, აშშ-ში-1,2 პროცენტი, სომხეთში-1,3 პროცენტი და ევროზონაში-0,3 პროცენტი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი