ეროვნული ბანკი - მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 848.44 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აპრილისათვის 58.15 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.26 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.76 პროცენტია.

 

2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.