ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ნუცას სკოლას“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება 
ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ნუცას სკოლას“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება 

ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ფილმის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ნუცას სკოლას“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება.

როგორც ეროვნულ არქივში განაცხადეს, 19 წლის წინ გადაღებული ფილმის დღემდე მოღწეულ ფირებზე, ხმა და გამოსახულება მკვეთრად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღდგენა გადაწყდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ადრე დაქვრივებული ნიკა წინაპართა სამემკვიდრეო მამულს დაიბრუნებს და იქ შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც მისი ქალიშვილია, სკოლას მოაწყობს. სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული სკოლა გასაოცარ შედეგს იძლევა, მაგრამ გლეხები, რომლებსაც ნიკას წინაპრების მამული მითვისებული ჰქონდათ, „იდიოტების“ სოფლიდან გაძევებას მოითხოვენ. ნიკა იძულებული ხდება სკოლის დასაცავად, ხელში იარაღი აიღოს.

ფილმში მონაწილეობენ: ზაზა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, მარინა ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, ნინო კობერიძე, თამარ მამულაშვილი, დათო ხახიძე, თამარ სხირტლაძე, კახი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ბეგალიშვილი, დავით დვალიშვილი, ვასილ ბახტაძე, ნუგზარ ხიდურელი.

დატოვე კომენტარი