ეროვნული არქივის კინოთეატრში  გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
ეროვნული არქივის კინოთეატრში  გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 26 მაისს სრულდება.

ფილმი, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას მოგვითხრობს, გოგა ხაინდრავამ 2013 წელს გადაიღო. ფილმის ჩვენებას მერაბ კოსტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 22 მაისიდან 7 ივნისამდე მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენასაც მასპინძლობს.