ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო 
ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო 

ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმებს რეტროსპექტივა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების 4-დღიანი რეტროსპექტივა 18 სექტემბერს მხატვრული ფილმით „თეთრი ქარავანი“ გაიხსნა.

„საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაყურებელი 19, 20 და 21 სექტემბერს იხილავს ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“ (1973), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „მრავალჟამიერი/ტრილოგია“ (2022).

რეტროსპექტივის გახსნისას ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა, გიორგი კაკაბაძემ და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა ქართულ კინემატოგრაფიაში ელდარ შენგელაიას გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.