ეროვნული არქივი სარგის კაკაბაძის „საქართველოს ისტორიის“ მრავალტომეულს გამოსცემს
ეროვნული არქივი სარგის კაკაბაძის „საქართველოს ისტორიის“ მრავალტომეულს გამოსცემს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა, სარგის კაკაბაძის ოჯახთან ერთად, ცნობილი მეცნიერის მიერ შედგენილი „საქართველოს ისტორიის“ მრავალტომეულის გამოცემაზე მუშაობა დაიწყო.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დღემდე გამოუქვეყნებელი ნაშრომზე სარგის კაკაბაძე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. მისი შრომების ხელნაწერი ისტორიკოსის პირად არქივში, ოჯახში ინახება.

ნაშრომი მოიცავს ისტორიას საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ადამიანების დასახლებიდან XX საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით. სარგის კაკაბაძის „საქართველოს ისტორიის“ პირველი ტომი 2024 წელს გამოიცემა.