ეროვნულ ლიგაში ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი „დინამოს“ სერბი ლეგიონერია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში წლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ზორან მარუშუჩია – „დინამო თბილისის“ სერბი თავდამსხმელი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ეროვნულ ლიგაში გატანილ 16 გოლს 8 საგოლე გადაცემა დაამატა და ჯამურად 24 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილზე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები არიან. ჯაბა ჯიღაურმა 21 ქულა (13+8) დააგროვა, ხოლო გიორგი ფანცულაიამ – 19 ქულა (13+6).
ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე
1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 24 ქულა =16 გოლი + 8 საგოლე გადაცემა
2. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 21 (13+8)
3. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 19 (13+6)
4-6. ირაკლი სიხარულიძე, ლოკო 15 (12+3)
4-6. თორნიკე კაპანაძე, დილა 15 (11+4)
4-6. ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბთ 15 (9+6)
7-9. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 13 (11+2)
7-9. იური ტაბატაძე, საბურთალო 13 (9+4)
7-9. უსმანე კამარა, დილა 13 (8+5)