ეროვნულ ლიგაში ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი „დინამოს“ სერბი ლეგიონერია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი „დინამოს“ სერბი ლეგიონერია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში წლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე​ ზორან მარუშუჩია – „დინამო თბილისის“ სერბი თავდამსხმელი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ეროვნულ ლიგაში გატანილ 16 გოლს 8 საგოლე გადაცემა დაამატა და ჯამურად 24 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილზე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები არიან. ჯაბა ჯიღაურმა 21 ქულა (13+8) დააგროვა, ხოლო გიორგი ფანცულაიამ – 19 ქულა (13+6).

ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 24 ქულა =16 გოლი + 8 საგოლე გადაცემა

2. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 21 (13+8)

3. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 19 (13+6)

4-6. ირაკლი სიხარულიძე, ლოკო 15 (12+3)

4-6. თორნიკე კაპანაძე, დილა 15 (11+4)

4-6. ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბთ 15 (9+6)

7-9. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 13 (11+2)

7-9. იური ტაბატაძე, საბურთალო 13 (9+4)

7-9. უსმანე კამარა, დილა 13 (8+5)