ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ექვსი მოთამაშეა - საუკეთესოებში კაშიაც მოხვდა #1TVSPORT
გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალის „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით, ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ერთდროულად ექვსი მოთამაშეა – მათ შორის არის თბილისის „ლოკომოტივში“ გადასული ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია.
ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეთა სიაში უმრავლესობა ახალგაზრდაა, ხოლო ლეგიონერი მხოლოდ ერთია.
ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები:
1 გიორგი მამარდაშვილი ლოკომოტივი – 500,000 (ევრო)
2 ლევან ხარაბაძე დინამო თბილისი – 500,000
3 ზორან მარუშიჩი დინამო თბილისი 500,000
4 ნიკოლოზ მალი საბურთალო 500,000
5 გიორგი კოხრეიძე საბურთალო 500,000
6 გურამ კაშია ლოკომოტივი 500,000
ყველაზე ძვირადღირებულ 23-წლამდელ ფეხბურთელთა შორისაც ერთდროულად ოთხი მოთამაშე დაწინაურდა.
ელიგაში ყველაზე ძვირადღირებული ახალაგზრდა ფეხბურთელები:
1 გიორგი მამარდაშვილი ლოკომოტივი 500,000
2 ლევან ხარაბაძე დინამო თბილისი 500,000
3 ნიკოლოზ მალი საბურთალო 500,000
4 გიორგი კოხრეიძე საბურთალო 500,000