კვარაცხელიას ფასი 15 მილიონამდე გაიზარდა - ხვიჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
კვარაცხელიას ფასი 15 მილიონამდე გაიზარდა - ხვიჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT

15 მილიონი – ამიერიდან ასეთია ხვიჩა კვარცხელიას შეფასება, რომელიც მას „ტრანსფერმარკტმა“ დაუწერა. გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელის ფასი მკვეთრად გაზარდა და 10 მილიონს კიდევ ხუთი მილიონი დაუმატა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 8 აპრილს მისი ფასი 2,3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მთელი 12,7 მილიონით გაიზარდა და კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ტრანსფერმარკტის“ მიერ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი.

კახა კალაძის ფასი მისი ზეობისას იყიო 8,5 მილიონი ევრო, ლევან კობიაშვილის – 8 მილიონი, შოთა არველაძის – 6 მილიონი, გიორგი ქინქლაძის – 3,5 მილიონი. ყველაზე ძვირადღირებული ქართველ ფეხბურთელებში საბა კვირკველია 2019 წლის 14 აპრილს გახდა – მაშინტრანსფერმარკტმა“ მის გრაფაში 10 მილიონი ევრო დაწერა. შემდეგ იყო გიორგი ჩაკვეტაძე (9 მლნ).

დატოვე კომენტარი