ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი, ასისტენტი და მეკარე გამოავლინეს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი, ასისტენტი და მეკარე გამოავლინეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ცნობილი გახდა, ვინ არის პირველი მეოთხედის საუკეთესო ბომბარდირი, ასისტენტი და ვინ ჩაატარა ყველაზე მეტი „მშრალი თამაში“.

საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გოლით „იბერიის“ თავდამსხმელი იური ტაბატაძეა, საუკეთესო ასისტენტი ბათუმის „დინამოს“ ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარა (4 საგოლე გადაცემა) გახდა, ხოლო ყველაზე მეტი „მშრალი“ მატჩი (6) მისმა თანაგუნდელმა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ჩაატარა.

ეროვნული ლიგის ბომბარდირები:

1 იური ტაბატაძე („იბერია“) – 5 გოლი

2 ჯალენ ბლესა („დინამო“ ბთ) – 4

3. შოთა შეყილაძე („დილა“) – 4

საუკეთესო ასისტენტები:

1. უერდი მარა, („დინამო“ ბთ) – 4 საგოლე გადაცემა

2. საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“) – 3

3. დავით მუჯირი („სამგურალი“) – 3

„მშრალი“ მატჩები

1. ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბთ) – 6 მშრალი მატჩი

2. გიორგი მაკარიძე („იბერია“) – 6

3. რამან სციაპანაუ („გაგრა“) – 4