ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოები დააჯილდოვეს
ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოები დააჯილდოვეს

ეროვნული ლიგის 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი მცირე ხნსი წინ დაასახელეს. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულები ახლა დაააჯილდოვეს.

ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ, “გაგრას” შემტევი რატი ცაცკრიალაშვილი დაასახელეს, რომელიც 12 გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. სულ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 12 გოლი რატიმ ჩემპიონატში გაიტანა, ხოლო – 5 საქართველოს თასზე. 25 წლის ფებურთელს ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.

ლიგაში მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი დეკანოსიძე დაასახელეს – მისი ხელმძღვანელობით “თელავი” სამეულში დაწინაურდა და ეროვნულ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. “თელავის” თავკაცს, ჯილდო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა – ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.