ეროვნულ ლიგა 2-ში სამეულები დააკომპლექტდა
ეროვნულ ლიგა 2-ში სამეულები დააკომპლექტდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის თამაშები დასრულდა, რომლის შედეგებმაც პირველი და ბოლო სამეული დააკომპლექტა.
 
ეროსი მანჯგალაძეს სახელობის სტადიონზე „სამტრედიამ“ „გაგრა“ 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ნიჯატ ყურბანოვმა (37), ავთო ენდელაძემ (47) და გიორგი ივანიაძემ (68).
„გივი ჩოხელი – არენაზე“ „თელავმა“ თბილისის „მერანი“ მიიღო, რომელმაც ეროვნული ლიგის საგზური უკვე მოიპოვა. შესაბამისად, მასპინძლებს უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდათ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გაიტანა.
„ცხინვალმა“ სპაერის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა აკაკი ნინუამ გაიტანა.
ამ მოგებით, „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ეს მხოლოდ მიზერული თეორიული შანსია. ცნობილია ის სამი გუნდი, რომლებიც ლიგიდან გავარდებიან ან ლიგაში დასარჩენ პლეი აუტში ითამაშებენ – „ცხინვალი“, „გურია“ და „კოლხეთი“.
ასევე ცნობილია, ვინ გადავა ეროვნულ ლიგაში და პლეი აუტის შეხვედრებში რომელი გუნდები იბრძოლებენ. პირველობა და დაწინაურება თბილისის „მერანმა“ გაინაღდა, ხოლო „სამტრედია“ და „თელავი“ ეროვნულ; ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებენ. “თელავმა” ეს უფლება ბოლო ტურში მოგებით გაინაღდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა2-ის სატურნირო ცხრილი
ა კლუბი ქულა
1. მერანი თბ 81
2. სამტრედია 71
3. თელავი 57
4. შევარდენი 49
5. შუქურა 46
6. გაგრა 41
7. ზუგდიდი 40
8. ცხინვალი 31
9. გურია 29
10. კოლხეთი 25