ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

17:51, 22.03.2019

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 27 მარტიდან მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იტალიის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება.

სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებსკაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით გადმოსცემს.

მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.

გამოფენისთვის „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი შეირჩა.

მსგავსი